რეზონანსი
10.12.2018

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია "ეარ ფრანსი" საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე შემოვა. ფრენა 31 მარტიდან დაიწყება.

„2-წლიანი მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფრანგულ კომპანიას, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და "ტავ ჯორჯიას" შორის წარმატებით დასრულდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენა კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და კვირას "ეარბას ა 320" ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

"აერ ფრანსი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით მუშაობს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანიას, მსოფლიოს მასშტაბით 84 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×