რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ დანელია ამბობს, რომ არა მისი თანამდებობა, "ქართული მარშის" აქციას შეუერთდებოდა და მათთან ერთად უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის მორატორიუმის გაუქმებას გააპროტესტებდა.

"პროტესტი არის საზოგადოებრივი, მართებული. მე რომ არ ვიყო დეპუტატი, მეც იქ ვიქნებოდი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აქედანვე უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი და პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საზოგადოებრივი მუხტი და ლეგიტიმური პროტესტი. საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ.

კარგი იქნებოდა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას თავი შეეკავებინა ყველას. მე არ მინდა შევეხო ინსტიტუტებს, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ერთკვირიანი დაძაბულობა მოიტანა", - განაცხადა ოთარ დანელიამ გადაცემა "საქმის კურსში".

"ქართული მარშის" წევრები მორატორუმის ერთი კვირით გაუქმებას იუსტიციის სახლთან დილიდან აპროტესტებენ და მოქალაქეებს შენობაში შესვლის და მომსახურების მიღების საშუალებას არ აძლევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×