რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ზვიად მიხანაშვილი და კიდევ ორი პირი წყნეთში, რესტორან "წისქვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.

მიხანაშვილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სამივე პირი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდოდ, დადგენილია დამნაშავე პირის ვინაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×