რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) კიევი-თბილისის რეისის მგზავრთა ნაწილს თბილისის აეროპორტში მესაზღვრეებმა პასპორტები ჩამოართვეს და ახლა მათ დამატებით შემოწმება უტარდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, შემოწმება მხოლოდ მამაკაცებს უტარდებათ, ხოლო ქალების შემოშვება უპრობლემოდ განხორციელდა. მგზავრის ინფორმაციით, დამატებითი შემოწმების მიზეზები მისთვის უცნობია.

„ეს არის მეორადი ინსპექტირება, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი პროცედურა. მესაზღვრეები უსვამენ მათ კითხვებს, გაივლიან შემოწმებას და ჩვეულებრივ შემოვლენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რეისი კიევი თბილისი ადგილობრივი დროით 16:10 საათზე ჩამოფრინდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×