რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ მინისტრმა მოაწერა.

თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2016-2018 წ.წ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე. 2014-2015 წ.წ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;. 2012-2013 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამმართველოს უფროსი; 2013-2014წწ. დეპარტამენტის დირექტორი.

2011-2012 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი. 1996-1999 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი; 1999-2001 წწ. ცვლის უფროსი; 2001-2010 წწ. განყოფილების უფროსის მოადგილე; 2010 წელს განყოფილების უფროსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×