რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, უარი თქვას პრეზიდენტობაზე, "ოლიგარქის მონობაზე" და მანდატი ოპოზიციურ პარტიებს დაუთმოს.

შალვა ნათელაშვილი ინაუგურაციის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცერემონიის თელავში ჩატარება საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობაა.

„მე მოვუწოდებ ქალბატონ ზურაბიშვილს ნუ გახდება ოლიგარქის სამუდამო მძევალი. უარი განაცხადოს ინაუგურაციის დაგეგმილ ცერემონიალზე და მოგვცეს საშუალება 2 თვეში ჩავატაროთ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი შემთხვევაა მსოფლიოს საპრეზიდენტო ინაუგურაციების ისტორიაში, რომ პრეზიდენტი ე.წ. გარბის დედაქალაქიდან და ჩუმად სხვაგან სდებს ფიცს. არავითარი თვითმმართველობისადმი ყურადღების ნიშანი არ არის, რომ თურმე აი ამ ყალბად გაყვანილი ქალბატონის ინაუგურაცია შედგება თელავში. აქ არის მიზანშეწონილი გამოთქმა: სად ერეკლე, სად სალომე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×