(რეზონანსი) თბილისის მერი ხილიანის ქუჩის ფოტოს ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებულ ფოტოებზე სანიაღვრე არხია ასახული და არა ტროტუარი.
"ეს არის ტყუილი ინფორმაცია, თითქოს ეს არის ტროტუარი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან ვერაფერში. ეს არის სანიაღვრე სისტემა.
რაც შეეხება ტროტუარებს, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არსებობს, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა მოწესრიგებულია. ასევე გაჩნდა და გაკეთდა საპარკინგე სივრცეები. ასე რომ, დედაქალაქის მერია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, უამრავი პრობლემაა დარჩენილი, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას მოვაგვარებთ და შევძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, შესაძლოა, ჩემთან დაკავშირებით, რადგან აქვთ პოლიტიკური მოსაზრებები, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, სუფთა, რომ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის კომფორტული სიტუაცია შეიქმნას," - განაცხადა კალაძემ.