რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) სოციალური ქსელში თეა ჯინჯიხაძე ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გარდაიცვლილ დიმა გორგიძის შესახებ წერს.

"როცა "ბასიანში" კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდის გარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობლების და მეგობრების გამო. აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა მე ეს არ შემეხებოდა, სხვისი ტკივილით ვიფარგლებოდი. დღეს მეც შემეხო, დღეს მეც ჩამომექცა ცა. ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი, რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, კლუბ "ბასიანში" პირველად გასინჯა. გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი. ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს. მე ვინმომიხდის დღეს ბოდიშს?რას მიშველის ვინმეს ბოდიში. ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას. ბიძაშვილისშვილი იყო ჩემი. დაუცველი და ბედის ანაბარაა ჩვენი საზოგადოება. იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე ბასიანს როვერ მოერევა" - წერს თეა ჯინჯიხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×