რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა ჯინჯიხაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„როცა "ბასიანში" კლუბურ ნარკოტიკით ახალგაზრდისგარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობლების და მეგობრების გამო. აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა მე ეს არ შემეხებოდა, სხვისი ტკივილით ვიფარგლებოდი. დღეს მეც შემეხო,დღეს მეც ჩამომექცა ცა. ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი,რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, კლუბ "ბასიანში" პირველად გასინჯა. გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი. ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს.მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს?რას მიშველის ვინმეს ბოდიში. ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას. ბიძაშვილის შვილი იყო ჩემი. დაუცველი და ბედის ანაბარაა ჩვენი საზოგადოება. იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე ბასიანს რო ვერ მოერევა" - წერს თეა ჯინჯიხაძე.

 გუშინ თბილისის ღამის კლუბში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინფორმაციით, ორი ახალ­გაზ­რდა ამ დრომ­დე კო­მა­ტო­ზურმდგო­მა­რე­ო­ბა­შია. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­ი­სის მკვიდ­რია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×