რეზონანსი
10.12.2018

 პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ახალი კანონპროექტი შევიდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის მაშხალების მიყიდვის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს. დამრღვევი ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული კი – 200 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

„რეგულაციის მთავარი მიზანი არის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პიროტექნიკაზე წვდომის შეზღუდვა , რადგან თავიდან ავიცილოთ ტრავმები, რომელიც უკავშირდება პიროტექნიკის გამოყენებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი მშობლებისთვის,რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება პიროტექნიკაზე წვდომა“, - განაცხადა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×