რეზონანსი
10.12.2018

 უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 28 წლის ქალი, რომელიც 36 კვირის ორსული იყო, გარდაიცვალა. ახალგაზრდას მეორე დღეს უნდა ემშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსულტით გარდაიცვალა.

,,სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის გოგო, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, ფიქსირებული ფოტორეაქცია არ იყო, მოვიდა მიმდინარე გულფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ჩემი ინფორმაციით, მეორე დღეს დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა", – განაცხადა "ინფორუსთავთან" გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმმა ლევან სუტურმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს 4 წლის შვილი და მეუღლე დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×