რეზონანსი
09.12.2018

 (რეზოანსნი) არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა. სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის დიმა გორგიძეა. ის სტუდენტი იყო და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. გარდაცვლილი ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×