რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ფ.ი. ფონიჭალაში დააკავა.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.

დანაშაული კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×