რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ო.დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ო.დ.-მ საქართველოში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა. დაკავებულის პირადი ნივთების ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი", ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკია ამოღებული, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. ჩადენული დანაშაული კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შსს-მ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი", 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი", 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 3 კილოგრამამდე „მდმა", ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×