რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) აბაშაში დაჭრილ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება, - ამის შესახებ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ განaცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერჯერობით გართულებების საფრთხე კიდევ რჩება.

„გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები ჰქონდა. დაზიანებული იყო დიაფრაგმა, ელენთა და პანკრეასი. საფრთხის შემცველი ჯერჯერობით არის. ტრავმულ ჰემორაგიული შოკი და მძიმე მდგომარეობა იყო, ჯერჯერობით გართულებების საფრთხე რჩება", - განაცხადა დავით ჯანაშიამ „ინტერპრესნიუსთან".

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

"დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×