რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს.

მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევისას დაშავდა მეორე თანამშრომელიც, რომელსაც მცირე დაზიანება აღენიშნება.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მომხდარზე საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

პირველი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×