რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მსახიობი - ირინკა კავსაძე სატელევიზიო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" თავის ნომერს, მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან ერთად, ყოველთვის ეფექტურად, დახვეწილად ასრულებს. ირინკას ბაბუა - კახი კავსაძე შვილიშვილის სასცენო გამოსვლას ყოველთვის ესწრება, თუმცა მისთვის კომპლიმენტი ერთხელაც არ უთქვამს.

"ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რომ არ უნდა, მე ვინერვიულო და სულ მეუბნება, - ახლა საქმეს წყნარად, მშვიდად შეუდექიო, მაგრამ კახიმ კომპლიმენტები არ იცის. საერთოდ, კომპლიმენტების თქმა არ უყვარს და არც ჩემთვის უთქვამს, არც - მამაჩემისთვის, არც მამიდაჩემისთვის... ყოველთვის ძალიან ნეიტრალურ პოზიციაზეა.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" "ლაივებსაც" ყოველთვის ესწრება, მაგრამ არც კრიტიკულად მაფასებს, არც კომპლიმენტს მეუბნება. ქართული ცეკვის შესრულების შემდეგ, უბრალოდ, მკითხა: - მუხლები არ გტკივაო? "იმის იქით" არაფერი უთქვამს," - განაცხადა ირინკა კავსაძემ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×