რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) აკადემიკოსი გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და მცირე კომენტარს ურთავს:

„საქართველოს პარლამენტი, 1997 წელი.

ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც მამაჩემმა პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის ჰარვარდული ნაწილიც დააბრუნა საქართველოში.

ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გურამ შარაძე - მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე.

რა დრო ყოფილა?!" - წერს რუსუდან შარაძე.

დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ზურაბ ჟვანიას 55 წელი შეუსრულდებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×