რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) პარიზის საპროტესტო აქციაზე ხალხი გაიძახის "ჩვენ გვინდა ტრამპი!", მიყვარს საფრანგეთი", - ასე გამოეხმაურა პარიზში მიმდინარე საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. მთელი საფრანგეთის მასშტაბით ადგილი აქვს პროტესტს და შეტაკებას. ხალხს არ უნდა დიდი ფულის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის იმისთვის, რაც თითქოს გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!". მიყვარს საფრანგეთი", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ამ წუთებში საფრანგეთში "ყვითელ ჟილეტიანების" აქცია გრძელდება. თავდაპირველად აქციის მონაწილეები საწვავზე გადასახადების ზრდად აპროტესტებდნენ. მათ მოთხოვნა მთავრობამ შეასრულა და ბიუჯეტისდან აღნიშნული ინიციატივა ამოიღეს, თუმცა ამჯერად დემონსტრანტები გადასახადების შემცირებას, სოციალური დახმარების და პენსიების გაზრდას ითხოვენ. აქციაზე ისმის მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×