რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) პარიზში, „ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციაზე პოლიციამ განყოფილებებში 548 ადამიანი გადაიყვანეს, აქედან 272 პატიმრობაში რჩება.

დედაქალაქის ქუჩებში ამ დროისთვის 5 ათასამდე ადამიანია გამოსული. აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით წესრიგს ქუჩებში 89 ათასი სამართალდამცველი იცავს. პარიზში მობილიზებულია ჯავშან ტექნიკაც.

საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი აირი და ხელკეტები. დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

მსგავს დემონსტრაციებში უკვე ერთი თვეა ყოველ უქმე დღეებზე იმართება პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც. თავდაპირველად აქციის მონაწილეები საწვავზე გადასახადების ზრდად აპროტესტებდნენ. მათ მოთხოვნა მთავრობამ შეასრულა და ბიუჯეტისდან აღნიშნული ინიციატივა ამოიღეს, თუმცა ამჯერად დემონსტრანტები გადასახადების შემცირებას, სოციალური დახმარების და პენსიების გაზრდას ითხოვენ. აქციაზე ისმის მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×