რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ნივთიერება, რომლის მოხმარებას მძიმე ინტოქსიკაციის 3 შემთხევა მოჰყვა, ახალგაზრდებმა ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით შეიძინეს.

მოწამვლა შესაძლოა, გამოწვეული იყოს ერთ-ერთი სინთეზური ოპიოიდით, რომლის მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.

ნივთიერება, რომელიც უმძიმეს შედეგებს, მათ შორის, კომატოზურ მდგომარეობას იწვევს, ახალგაზრდებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი, დავით სუბელიანი, ამბობს, რომ მოქალაქეებმა ნარკოტიკული საშუალება MDMA ერთ-ერთი გავრცელებული ინტერნეტსაიტიდან შეიძინეს. აღნიშნულ პირებს ამ ნივთიერების მიღების შემდეგ სხვადასხვა სიმპტომი გამოუვლინდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×