რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია "ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ქალი სტატუსით - ბოკერიას ცოლი! დაახლოებით, იგივეა რაც - ბასკერვილების ძაღლი, ბაკულას ღორები.

ქალი, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად, იქნიოს მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი, პერიოდულად ამოიგდოს ბეჭი და გამოაჩინოს სარცხვო, გაუშრეს პირი და გაუფართოვდეს გუგები, მერე მოაგდეს დუჟი და გაწითლებულ კისერზე ლურჯად დაასკდეს ძარღვები! ურცხვად, ისე როგორც ჩვევიათ ფსიქიური დარღვევების მქონე ადამიანებს, შეურაცხყოს ყველა, მიუხედავად ასაკისა და ცენზისა, საყოველთაოდ ცნობილ სიმართლეზე თქვას, რომ ტყუილია, შავზე თქვას, რომ თეთრია, საზოგადოებას ეძახოს სულელები და დებილები. აი, ასეთ პიროვნულ და პოლიტიკურ ნაგავს აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს... უკაცრავად, ხელისუფლებაში დააბრუნონ მისი პატრონი... ისე, პატრონი რომ ყავდეს, ქსანაქსს მაინც დაალევინებდა."-წერს ხათუნა ხოფერია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×