რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში, სამი კვირის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა ვახტანგ სიხარულიძემ. პროფესიით ფსიქიატრი, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობს. სამი კვირის წინ, ძაღლთან, ჩაპასთან ერთად, მისი სიტყვებით, „გულის გადასაყვავილებლად", სანადიროდ წავიდა ქუთაისის გარეუბანში, დავით კლდიაშვილის ქუჩის ბოლოს (ჭახათას უბანი), ქვის კარიერზე:

​„ფსიქიატრებს ხანდახან გულის გადაყვავილება გვჭირდება, გავისროლე თოფი და ექოს ხმა უცნაურად შემომესმა, თითქოს ხმა გაორდაო. მივყევი ექოს, დავათვალიერე იქაურობა და მღვიმის შესასვლელს მივადექი. შიგნით შევედი და მივხვდი, რომ რაღაც უნიკალურ ამბავთან მქონდა საქმე. მეორე დღეს, მეგობართან ერთად, ფოტოაპარატით დავბრუნდით მღვიმეში."

 

radiotavisupleba.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×