რეზონანსი
07.12.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გეგეჭურს, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება, რაც მრავაწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, საქმე დამძიმებულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.

„საქმე, რომ საშინლად დამძიმებულია, მანდ ორი აზრი არ არსებობს... ჯერ დადგენილი არ არის ვისია იარაღი და უკვე ჯგუფურია ანუ საქმე ისე არის დამძიმებული, რომ ხვალ გირაო მოსამართლემ არ შეუფარდოს და აუცილებლად შეუფარდოს მას პატიმრობა. მე აქ უფრო პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ" - აღნიშნა ადვოკატმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×