რეზონანსი
07.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში, მეორე ტურის წინ, რამდენიმე ათეული მომღერალი მონაწილეობდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მათი ჰონორარი 143-დან 600 ლარამდე მერყეობს. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ანგარიშების მიხედვით, მომღერალთა ნაწილი საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობისათვის 143 ლარს მიიღებს. ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ანაზღაურება 200, 250, 500 და 571 ლარამდე იზრდება. პროგრამაში მაქსიმალური ოდენობის ჰონორარს - 600-600 ლარს კი ღონისძიებების წამყვანები იღებენ.

დაახლოებით ასეთივე იყო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საკონცერტო პროგრამასა და სააგიტაციო კლიპში მონაწილეთა ანაზღაურება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროსაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×