რეზონანსი
07.12.2018

 (რეზონანსი) იმ პერიოდში სხვა არჩევანი არ გვქონდა, ახლა მოვკითხოთ „ოცნებას", რატომ დაგვაყენა ასეთი არჩევანის წინაშე. ეს არის "ოცნების" ბრალი, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი" იძულებული იყო მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირა, ვინაიდან მისი ერთადერთი კონკურენტი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.

„მე ყოველთვის ვეტყვი ხალხს, რომ იმ პერიოდში სხვა არჩევანი არ გვქონდა, ახლა მოვკითხოთ „ოცნებას", რატომ დაგვაყენა ასეთი არჩევანის წინაშე. ეს არის "ოცნების" ბრალი! ამას ვუპასუხებ ნებისმიერ ადამიანს, თუ სამომავლოდ დააშავებს ქალბატონი სალომე ან არ დააშავებს და ამას ვინმე ჩვენ დაგვაყვედრის", - განაცხადა გიორგი ლომიამ გადაცემა "360 გრადუსში".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×