რეზონანსი
07.12.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, თელავში, სადაც ცერემონია ტარდება, აქცია გაიმართოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჯერჯერობით ოპოზიციაში რამდენიმე ლოკაცია განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აქცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს სწორედ თელავში ჩატარდეს.

"აქციასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება ეს კონსულტაციები და შევარჩევთ ისეთ ადგილს, ისეთ ფორმას, ისეთ მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ყველაზე ეფექტურ და ყველაზე სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ კონკრეტულ მომენტში", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×