რეზონანსი
07.12.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წაუყენებენ.

საქმე ეხება, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებას.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.

„წარდგენილი ბრალდების არც ერთ ფორმულირებაში და არც ერთ ნაწილში ის თავს დამნაშავედ არც ცნობს და მისდამი ამ ბრალდების მადასტურებელი არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, თუმცა ფიზიკურად რაც არ არსებობდა ამოღებული ვერ იქნებოდა. ასეთი ფორმულირებით და ასეთი მოცემულობით მისი დაკავება, ვფიქრობ, რომ სამართლებრივად შეუსაბამოა" - აღნიშნა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×