რეზონანსი
07.12.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებულ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმს პასუხობენ.ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ ის მის ლეგიტიმურობას აღიარებს.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება.

„ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×