რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებას "რომა" იანვარშივე ეცდება - ამ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. სწორედ ახალგაზრდა ქართველი იქნება კლუბის უმთავრესი სატრანსფერო პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.

იტალიური გამოცემები აქვეყნებენ ინფორმაციას, სათაურად "რომას" ახალი იდეა გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაა. tuttomercatoweb.com-ი ირწმუნება, რომ კლუბი დეტალურად დააკვირდება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ერთა ლიგაზე პირველი, ისტორიული გოლი გაიტანა.

გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი "გენტთან" 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია მეორე რომაული კლუბი "ლაციოც". გარდა ამისა, ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ვიცით, რომ მისი გადაბირება ძალიან უნდათ "ბაიერნს", "ბარსელონას", "დორტმუნდს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×