(რეზონანსი) მომღერალმა ნინი ქარსელაძემ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მას ფეისბუქის საშუალებით ემუქრებოდა, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა,
ქარსელაძის თქმით, პროკურატურაში რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც დაიბარებენ.
"ნამდვილად შევიტანე სარჩელი პროკურატურაში, იმედი მაქვს, ჩვენი ახალი პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი სტრუქტურა მალე გამოიძიებს საქმეს და პასუხი მოეთხოვება ყველა იმ ადამიანს, ვინც საშინელებებს მწერდა და მემუქრებოდა. რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც დაიბარებენ პროკურატურაში, პასუხს მოსთხოვენ სამართლებრივ ჭრილში", - აცხადებს ქარსელაძე "ამბები.ჯი"-სთან.
კითხვაზე: დათო იმედაშვილს და მაია დარსმელიძესაც უჩივლეთ თუ არა? მომღერალი ამბობს, რომ:
"დათო იმედაშვილი ვინ არის, საერთოდ არ ვიცი. ერთხელ ჩამიგდეს მისი სტატუსი და მაშინ გავიგე მისი არსებობა. რაც შეეხება მაია დარსმელიძეს... მე სტეფანესთან ვგრძნობ თავს შერცხვენილად და დამნაშავედ, რადგან გადავედი იმ მოედანზე, სადაც არასდროს გადავსულვარ 28 წლის მანძილზე, პრინციპები დავარღვიე, მაგრამ მაია დარსმელიძემ შეურაცხყოფა მიაყენა „ქუჩის ბიჭებს". ჩემზე შეიძლება გავატარო ნებისმიერი ტალახის სროლა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვის გამოც პრინციპებსაც ვარღვევ. კონკრეტულად, რომელ ცნობილ ადამიანებს დაიბარებს პროკურატურა, ჯერჯერობით ამის თქმის უფლება არ მაქვს", - დასძენს მომღერალი.