რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შპს "რუსთავის ფოლადი" უახლოეს დღეებში ერთ ღუმელს აჩერებს და იანვარში მეორეს გაჩერდებას გეგმავს. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად დემპინგის პრობლემაა, რაზეც ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს და უშედეგოდ ცდილობს მთავრობის ყურადრების მიქცევას.

სწორდე ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების გაჭიანურება შეიძლება გახდეს 2000 ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვის და შესაბამისად, უმუშევრად დარჩენის მიზეზიც.

მეტალურგიული ქარხნის ადვოკატი დავით ებრალიძე "კომერსანტთან" ადასტურებს, რომ რუსთავის ფოლადი ერთ ღუმელს ნამდვილად აჩერებს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურ საფუძვლად ტექნიკური მიზეზად ასახელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×