რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა, - ამის შესახებ ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ბატონის სასახლის ციხე-გალავნის რა ნაწილში იქნება ცერემონია, თამარ ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ზედა ნაწილი ჯობია, რადგან იქიდან კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე მეფის სასახლე.

„ზედა ნაწილი უკეთესია, კადრში შეიძლება ერთდროულად მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე საერო ნაგებობა, მეფის სასახლე. ამ ორივეს იმდენად სერიოზული ფუნდამენტური დატვირთვა აქვს, კარგი იქნება ორივე ხვდებოდეს კადრში.

არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა. აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა და ისეთი ტიპის დეკორი, რომელიც შეიძლება ადრე გამოგვიყენებია. აქ იმდენად ძირძველი, ტრადიციული, კახური გარემო გვაქვს, რომ აქედან შორს წასვლა არ შეიძლება, ყველანაირად ვეცდები აუთენტურობა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა ფოცხიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×