რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) ცუდი არ არის, რომ თელავმა მეტი დამსახურებული ყურადღება მიიპყროს, მითუმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი მეტი არ გვექნება, - განაცხადა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, რითასც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარებას ეხმაურება.

„რამდენადაც ვიცი, ბრძანებულებით იყო განსაზღვრული, რომ პარლამენტის ეზოში ყოფილიყო ინაუგურაცია და ახლა წვალობენ, რომ ის გააუქმონ და ახალი ბრძანებულება გამოსცენ. სალომე ზურაბიშვილთან სულ რაღაც წვალება და ჯახირია დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უარესი თავსატეხი იქნება მისი პრეზიდენტობა. გულახდილად რომ გითხრათ, ის რომ, მსგავსი ღონისძიებები რეგიონულ ქალაქში ტარდება, კარგია, ვინაიდან ყველას დაგვავიწყდა, რომ თბილისის გარდა დანარჩენი საქართველო არსებობს.

მე პირადად ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, კარგია, თუ მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალაქიც გვაქვს. ეს არ არის ცუდი, რომ თელავმა მეტი დამსახურებული ყურადღება მიიპყროს, მითუმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი მეტი არ გვექნება. იმის გამო, რომ ზურაბიშვილისგან მეტს არაფერს კარგს არ ველოდები, თელავს მაინც გავუთქვათ სახელი", - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსთან" საუბარში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×