რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) "ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გამოვდივარ წინადადებით, შეიქმნას ნდობის ჯგუფი, პირობითად, საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც კვირაში ერთხელ ბიძინა ივანიშვილს დაწვრილებით მოახსენებს, რა ხდება რეალურად ქვეყანაში", - ამის შესახებ ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ განაცხადა.

"არ შეიძლება, ნახევარ-ნახევარი ინფორმაცია მიდიოდეს მის ყურამდე. პირადად მე, მზად ვარ, ციფრებითა და გვარებით ვამცნო, თითოეული ჩინოვნიკი რას აფუჭებს მისი სახელით.

კბილებით დავიცავ ბიძინა ივანიშვილს. მითუმეტეს, ვხვდები, რა გაწბილებულიც არის, მაგრამ ამავე დროს ბოლომდე ვიბრძოლებ, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში, იმ ადამიანების მოშორებისთვის, რომლებიც დაუფარავად მუშაობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე". ბიძინა ივანიშვილმა კი არა, მათ უნდა მოიბოდიშონ და აგონ პასუხი", - განაცხადა ლალი მოროშკინამ "ასავალ-დასავალთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×