რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი, - ამის შესახებ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის სცენართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდო სცენარების ვარიანტებს დღეს ან ხვალ გაეცნობა.

რაც შეეხება ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს, სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ინაუგურაციაზე ქალთა წარმომადგენლობა იმ ფაქტის შესატყვისი იქნება, რომ საქართველოში ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.

„ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებზე კომისიაა პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ალბათ, დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა. დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ სცენარების რა ვარიანტებია. რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი. მე მგონი, საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება. ერთი მხრივ, იქნებიან ის სტუმრები, რომლებიც პროტოკოლით არიან გათვალისწინებული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×