რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი" მესამე პოლიტიკური ძალაა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, ეს საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა.

"ჩემი იდეაფიქსი არ არის ბიძინა ჩამოვაშოროთ ქვეყანას და ამის ნაცვლად მოვიდეს მიშა. ჩემთვის ეს უინტერესო პროცესი იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება რეალურად ის, რომ გამოვიდეთ ბიძინას და მიშას ჩრდილიდან. ადამიანების მიმართ ასეთი ტიპის დამოკიდებულებისგან გამოვიდეთ, ეს ყველასთვის კარგია, ამ ადამიანებისთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთან ბრძოლა.

ჩვენი მიზანია, არასწორ მავნებლობებთან, ბოროტებასთან ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვაქვს, ზოგი სხვადასხვა ხელისუფლების დამსახურებით, ზოგი ჩვენი კომუნისტური წარსულის დამსახურებით, ზოგი ჩვენი განათლების პრობლემების გამო. არავის წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი ქვეყნისთვის", - განაცხადა ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×