რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) საპატრიარქო ტახტის მოსაყრდემ, მეუფე შიომ ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა.

„უწმინდესის ილია მეორის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ. დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს მისი სული. სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა", - განაცხადა მეუფე შიომ.

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი სავარაუდოდ გუშინ შეტევა გახდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×