რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება, რაც ერთგვარად დასაქმებას შეუწყობს ხელს.

როგორც მან განაცხადა, ჰაბში სხვადასხვა საპოლიციო სისტემა იქნება გაერთიანებული.

„პარლამენტის შენობაში იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, რითაც გარკვეულწილად ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის და ანალოგიური იქნება დასავლეთ საქართველოშიც", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×