რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) "ყოველთვის ჩემს გულში, მამა", - ამის შესახებ ფეისბუქში ნიკა რურუას ქალიშვილი ლიზა რურუა წერს და თან აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ბავშვობაში მამასთან ერთად არის გადაღებული.

ნიკა რურუას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს - ლიზა და მარიამი. ისინი ამერიკაში დაიბადნენ. ლიზა საზოგადოებამ "ჩემი სამზარეულოს წესებიდან" გაიცნო, სადაც დედასთან, სოფო გორგოძესთან ერთად მონაწილეობდა.

ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გადრაიცვლილი იპოვეს. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. ნიკა რურუას დღეს, 3 საათზე დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×