რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, იმ კორ­პუს­ში, სა­დაც წუ­ხელ ღა­მით გი­ორ­გი მარ­გველშვი­ლის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვეს, მა­ცხოვ­რებ­ლებს სრო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ რომ ხმა­უ­რი იყო.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" იხ­სე­ნებს. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტის სიძე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გუ­შინ რამ­დენ­ჯერ­მე ნახა, თუმ­ცა სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია.

"პო­ლი­ცი­ის მოს­ვლის ხმა გუ­შინ ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე გა­ვი­გე. ხმა­უ­რი და ყვი­რი­ლი იყო, თუმ­ცა სრო­ლის ხმა არ ყო­ფი­ლა. ვინ არის მე­ო­რე პირი, ვისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­ვი­ტყეთ, არ ვიცი", - აღ­ნიშ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა.კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­თა ნა­წი­ლის თქმით, ისი­ნი მინ­დია გო­გო­ჭურს არ იც­ნობ­დნენ და რამ­დე­ნა­დაც მათ­თვის ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტის სიძე კორ­პუს­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ცოტა ხნის წინ გა­და­ვი­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან, სა­დაც გო­გო­ჭუ­რი და კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვეს, ამო­ღე­ბუ­ლია ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი ჟი­ლე­ტი, კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან კი 2 პის­ტო­ლე­ტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნი­სას ბი­ნი­დან გა­და­ყა­რეს.

 

 

"Ambebi.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×