რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) ბინის მეპატრონე, სადაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად დააკავეს, მისი მდგმურების შესახებ საუბრობს. ია სეხნიაშვილი იხსენებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მისი ბინა მინდია გოგოჭურმა 6 თვით იქირავა.

"მე მეზობლებმა დამირეკეს, იმიტომ, რომ ხმაური იყო, სპეცრაზმი საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად შევარდა, ცოტა ხანი რომ მოეცადათ, სად წავიდოდა ადამიანი, აქ ხომ მეორე და მესამე გასასვლელი არ არის. ჩამოანგრიეს კარი, შემოცვივდნენ. მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს. არ ვიცნობდი, მოვიდა ადამიანი და სახლი მივაქირავე. 1-ელ ნოემბერს რემონტი დავასრულე და 16 ნოემბერს ბინა პირდაპირ მინდია გოგოჭურზე გავაქირავე. რამე რომ შემემჩნია, საკუთარ თავს საფრთხის წინაშე ნამდვილად არ დავიყენებდი. იარაღის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ეს ბინა პოლიციამ უკვე ნახა და გატეხილ კარს ვდარაჯობ. ყველა სამუშაო პოლიციამ ღამით ჩაატარა", - ამბობს ბინის მეპატრონე "ინტერპრესნიუსთან".

შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი გუშინ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს. ცნობისთვის მინდია გოგოჭური პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შვილის მაშო ჩიჩუას მეუღელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×