რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია იფორმაცია სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილი გადაცემას ტელეკომპანია - "Zik"-ის ეთერში წაუძღვება.

გადაცემის ანონსის მიხედვით, „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ".

გადაცემის სახელწოდებაა - „ჯოკერი" , რომელიც ეთერში 7 დეკემბრიდან გავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×