მას და კიდევ ერთ პირს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და დანაშაულის შეუტყობინელობა ედება ბრალად.
"სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მინდია გოგოჭური, რომელიც საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარია. 2017 და 2018 წლებში იგი ორჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღიდან.
გოგოჭურის მიმართა გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსისი 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.