რეზონანსი
05.12.2018

 "დიდი გულით მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან" - განაცხადა ნიკა რურუას სახლში, მისასამძიმრებლად მისულმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. 

"ნიკოლოზს ვიცნობ არაერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან და ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×