რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) "ბატონი ბიძინა ადრე მართლა ეწეოდა ქველმოქმედებას" - ამის შესახებ განცხადებას კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს.

"ამ რამდენიმე დღის წინ ტელევიზორით მეც მოვუსმინე ევროპარლამენტის სხდომას, სადაც გამოვიდნენ ევროპარლამენტის წევრები და წინასაარჩევნო სიტუაცია საქართველოში სერიოზულად გააკრიტიკეს. ერთ-ერთმა პირდაპირ თქვა, - სესხების ჩამოწერა არჩევნების დროს ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავსო. ევროპარლამენტი ისეთი ავტორიტეტული ორგანოა, რომ მისი წარმომადგენლები ზერელედ არაფერს ამბობენ - იქ ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში და ეს მოვლენაც ადეკვატურად შეაფასეს. მეც ასე ვფიქრობ და ამას დიდი ჭკუა არ უნდა.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა და სოლიდურ თანხას უხდიდა ქართულ ინტელიგენციას. კი ბატონო, მეც მიხდის სტიპენდიას, მაგრამ ამ თანხას ჩემი ფილმები იღებს, რომელიც ხალხს უყვარს. ასეთივე სტიპენდიას იღებდნენ ბატონი ბიძინასგან ჩვენი დიდი მსახიობები: რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, ამ სტიპენდიას ახლაც იღებენ ბუბა კიკაბიძე და სხვები, მაგრამ ასი ან ორასი კაცის დაფინანსება სხვა საქმეა, 600 ათასი კაცის მოსყიდვა კი - სულ სხვა. ბატონი ბიძინა ადრე მართლა ეწეოდა ქველმოქმედებას და მისი საქმიანობით ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან შეიცვალა", - ამბობს "კვირის პალიტრასთა" შენგელაია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×