რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) რუსი ოკუპანტები ატოცში კვლავ გამოჩნდნენ. დღეს ოკუპანტები სოფელში საინჟინრო მანქანით მივიდნენ. სავარუდოდ ისინი ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას გეგმავენ.

ადგილზე მათ მავთულხლართების გასავლებად საჭირო ინვენტარი მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია" ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრები ორ კვირაზე მეტია სოფელ ატოცში მორიგეობენ. ოკუპანტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ მიმართა.

„გვესვრით შეუიარაღებელ ხალხს? მე არ ვიცი, თქვენ ოსები ხართ თუ რუსები. თუ ოსები ხართ გეტყვით, რომ ეს ჩვენიო ტერიტორიაა და რუსები თქვენ გიყენებენ - ვფიქრობ ეს თქვენ კარგად იცით.

თუ რუსები ხართ უბრალოდ გეტყვით, რომ თქვენ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩვენს მიწაზე, ქართულ მიწაზე იმყოფებით, აქ ახლა ექვსი შვიდი ადამიანი ვართ, მაგრამ, ვიქნებით უფრო მეტიც და თქვენ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე. თქვენ მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, რომლებიც თავის მიწას თქვენგან იცავენ. ჩვენ აქედან არსად წავალთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×