(რეზონანსი) ქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ინციდენტის შედეგად ქუთაისის საავადმყოფოებში სულ 15 პაციენტი შეიყვანეს, აქედან 6 მათგანი მალევე გაეწერა და ამბულატორიულად აგრძელებს მკურნალობას. 9 პაციენტიდან ორს ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენ დაშავებულებს კი თავის ტრავმა აქვთ მიღებული. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, "ფიატის" მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.