(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესი და საპროტოკოლო ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებით არის დამტკიცებული.
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში უნდა გაიმართოს და ინაუგურაციის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით უნდა შეამკოს. ამის შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტმა და თანმხლებმა პირებმა პანთეონი უნდა შემოიარონ.
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ჟვანიამ, პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული და მისი აქტუალობა უკვე დაკარგულია.
,,17 წლის წინანდელი ბრძანებულება აბსოლუტურად არის დრომოჭმული და მას თავისი აქტუალობა დაკარგული აქვს იმის გამო რომ მთელი რიგი კანონმდებლობა იქნა შეცვლილი სახელმწიფოს მიერ. ასეთ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მიიღოს ახალი ბრძანებულება" - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
პრაიმტაიმი