რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია გაბუნიამ პირველ არხს დაუდასტურა.

დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული.

ამასთან, ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სავარაუდოდ, ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და მათ ბრიფინგზე წარადგენს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×